ფილიპინებზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის კატასტროფის პრევენციის ოფისი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულის სამხრეთით მოხდა. ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე იყო.

The Straits Times- ის მონაცემებით, ბევრმა ადგილობრივმა საკუთარი სახლი დატოვა. CNN Philippines იუწყება, რომ შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

Comments
Loading...