ფილმ “ზაზუნას დღის” მიხედვით სერიალს გადაიღებენ

ზაზუნას დღე (Groundhog Day) მისი გამოსვლიდან თითქმის 30 წლის შემდეგაც კი ყველაზე წარმატებული და საკულტო ფილმია მთავარი როლის შემსრულებელ ბილ მიურეისა და რეჟისორ ჰაროლდ რამისის კარიერაში. მართალია, მისი მეორე ნაწილის გადაღების იდეა დიდი ხნის წინ გამოირიცხა, მაგრამ, როგორც ჩანს, დროის ხლართებზე გადაღებულ კომედიას ხელახლა შთაებერება სიცოცხლე სერიალის სახით.

The Production Meeting-ის პოდკასტთან ინტერვიუში ფილმის მსახიობმა სტივენ ტობოლოვსკიმ განაცხადა, რომ, როდესაც ის Sony-სთან მუშაობდა ABC-ს ერთ-ერთ საერთო პროექტზე, The Goldbergs-სა თუ მის სპინ-ოფ Schooled-ზე, პროდიუსერი მას ცალკე გაესაუბრა და გაუმხილა სერიალის გადაღების იდეის შესახებ.

როცა სტივენს ჰკითხეს, დაუბრუნდებოდა თუ არა ნედ რაიერსონის თავის საკულტო როლს, მან უპასუხა: “კი, ცხადია!”.

69 წლის მსახიობს მეტი დეტალი არ გაუმხელია იმის შესახებ, თუ ვინ დაწერს სცენარს ან სხვა რომელ ვარსკვლავებს ვიხილავთ პროექტში, თუმცა მან დაადასტურა, რომ სერიალში მოვლენები პირველი ფილმიდან 30 წლის შემდეგ განვითარდება.

რამის და დენი რუბინების დაწერილი ზაზუნას დღე მოგვითხრობს ცინიკოსი ტელეწამყვანის, ფილ კონორსის, ისტორიას, როდესაც ის პენსილვანიაში, პანქსატონიში, ჩადის ყოველწლიური დღესასწაულის შესახებ რეპორტაჟის გასაკეთებლად, თუმცა მალევე აღმოაჩენს, რომ დროშია გაჭედილი და მისთვის ყოველი ახალი დღე კვლავ 2 თებერვალია.

ბილ მიურეისთან ერთად ფილმში ასევე მონაწილეობენ ენდი მაკდაუელი (Ready or Not), კრის ელიოტი (Schitt’s Creek), ტობოლოვსკი, ბრაიან დოილ-მიურეი (Lodge 49), მარიტა გერაგტი (Broadcast News) და ანჯელა პეიტონი (Trapped in Paradise).

 

წყარო : On.ge

Comments
Loading...