ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურთან ხანძარი გაჩნდა – არიან დაშავებულები

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბენზინსაგასამართ სადგურ “სენტასთან” ხანძარი გაჩნდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

როგორც  სააგენტოს  საგანგებო სიტუაციების მართვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაახურში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის დგინდება.

აფეთქების ზუსტი მიზეზი და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

Comments
Loading...