ფიტნეს ცენტრებსა და საცურაო აუზებზე შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ეს ბიზნესი მომატებული რისკის საქმიანობაა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში 6 ივლისიდან ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება, ასევე საგამოფენო ღონისძიებები დაიშვება.

“გვრჩება კიდევ გარკვეული მცირე რაოდენობა საქმიანობები შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემაა. ეს არის ფიტნეს ცენტრები, ეს არის აუზები, შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ ამ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნას პროტოკოლის დაცვით. ამ ეტაპზე, ჯერ ამაზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ტრენინგებზე, კონფერენციებზე, საგამოფენო ღონისძიებებზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...