ფლორიდის შტატში, ბანკში მომხდარ სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ფლორიდის შტატის ქალაქ სებრინგში, SunTrust-ის ბანკის შენობაში მომხდარი სროლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო „როიტერი“ .პოლიციის უფროს კარლ ჰოგლუნდზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ინციდენტში 21 წლის ახალგაზრდაა ეჭვმიტანილი.

ადგილობრივი დროით, დაახლოებით 12:30 საათზე, თავდამსხმელი პოლიციას დაუკავშირდა და თქვა, რომ ის ბანკში თავდასხმას გეგმავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები გამოცხადნენ, მათ პერიმეტრზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს და ეჭვმიტანილთან  მოლაპარაკებას ცდილობდნენ. თუმცა, მან ბანკის დატოვებაზე უარი თქვა. დაუმორჩილებლობის შემდეგ, სამართალდამცავებმა შენობა შტურმით აიღეს.

მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

Comments
Loading...