ფოთში, ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილი შენობა იწვის
ფოთში, მალთაყვის უბანში, ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, შენობა ამ ეტაპზე უფუნქციოდ არის. შესაბამისად, არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამდროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიდინარეობს. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.