ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოში ადასტურებენ.
“მამაკაცი გადმოყვანილ იქნა ფოთის კლინიკიდან, კატასტროფის სამსახურის მიერ. დიაგნოზით: დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებით,ქალა-ტვინის ტრევმა,თავის ტვინის დაჟეჟილობა,თავის ტვინის შეშუპება,ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული სისხლჩაქცევა,გულმკერდის დახურული ტრავმა,ფილტვების დაჟეჟილობა,მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი,მარჯვენა წინამრის ფრაგმენტული მოტეხილობა,ავადმყოფს ჩაუტარდა ტრეპანაცია,პლევრის ღრუს დრენირება,წინამხრის ამპუტაცია,იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე თუმცა ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.გვამი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში,”-აცხადებს რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია.

შეგახსნებთ, რომ შემთხვევა  ფოთში 5 სექტემბერს მოხდა.  აფეთქების შედეგად  ადგილზე დაიღუპა 41 წლის მამაკაცი, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი კი მძიმედ დაშავდა.

Comments
Loading...