ფოთში სატვირთო მანქანა ამობრუნდა და საწვავი იღვრება

ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

დაშავებული მძღოლი ამდროისთვის ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

დაზიანებული მანქანიდან საწვავი იღვრება,რის გამოც  სამართალდამცველები გამვლელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

Comments
Loading...