ფოთში ტრაილერი გადაბრუნდა

ფოთში,  მეშვიდე კილომეტრზე ტრაილერი გადაბრუნდა. თვითმხილველების განცხადებით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოცურდა, რის შემდეგაც მანქანა ამობრუნდა.

მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მას პირველად დახმარება ადგილზე გაეწია.

,,ტრაილერის მძღოლი მსუბუქად იყო დაზიანებული. პაციენტი იმყოფებოდა სტრესულ სიტუაციაში. ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და ჰოსპიტალიზირებული იქნა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალში.

შსს–ს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს.

Comments
Loading...