ფოთში, ფეი ბოქსის აპარატის გატეხვის მცდელობისას, პოლიციელმა ეჭვმიტანილი მოკლა

ფოთში, ფეიბოქსის აპარატის გატეხვის მცდელობისას, პოლიციელმა ეჭვმიტანილი მოკლა.

ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შუახსნის მამაკაცი ფოთის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ფეი ბოქსის აპარატის გატეხვას ცდილობდა, რა დროსაც მასთან პოლიცია მივიდა. მამაკაცი პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდა და პოლიციელმა გაისროლა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიებას ფოთის პროკურატურატურა აწარმოებს სსსკ-ის 333 მუხლის მესამე ნაწილით.  პოლიციის თანამშრომელი ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფება.

 

Comments
Loading...