ფონიჭალაში ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

თბილისში,  ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე  ნგრევა გამოიწვია.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახუხურში აცხადებენ, ამ წუთებში  საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

Comments
Loading...