ფოტოზე ასახული მამაკაცი, რომელმაც ბავშვს პირველი დახმარება აღმოუჩინა, ექიმი ოლეგ კვიციანია

ფოტოზე ასახული მამაკაცი, რომელიც ბავშვის სუნთქვას ისმენს, ექიმი ოლეგ კვიციანია. როგორც გაირკვა,  ის მეზობელ კორპუსში ცხოვრობს და როდესაც აფეთქების ხმა გაიგო, შემთხვევის ადგილას მივიდა.

პირველადი დახმარება სწორედ ოლეგ კვიციანმა აღმოუჩინა ოთხი წლის გოგონას. გოგონა გადარჩა, მაგრამ სამწუხაროდ, გოგონას ტუპისცალი იმედის კლინიკაში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, ბავშვის გულის ამუშავება მეორედ ვერ შეძლეს.გარდაიცვალა ბავშვის დედა და დეიდა.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს ძლიერი აფეთქება მოხდა დიდ დიღომში. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.  ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი და დაშავებულია 8. ამ დროისთვის საავადმყოფოში ერთი ადამიანი რჩება.

 

 

Comments
Loading...