ფრანგი ექიმი – შუმახერი კლინიკაში გულის პრობლემით გადაიყვანეს

ღეროვანი უჯრედების სფეროში სპეციალისტმა მიშელ პუშემ განაცხადა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი პარიზის ჟორჟ პომპიდუს სახელობის კლინიკაში გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიყვანეს. სპეციალისტის კომენტარს ვებგვერდი „სპორტსმოული“ (Sportsmole) აქვეყნებს.

„იმის გამო, რომ არ გვაქვს სრული კლინიკური სურათი, რთულია პაციენტის ზუსტ მკურნალობაზე ლაპარაკი. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომელ განყოფილებაში მოხვდა და ვინ არის მისი მკურნალი ექიმი, შეიძლება იმის თქმა, რომ ლაპარაკი არ არის ტვინზე. სავარაუდოდ, მას გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს“, – აცხადებს პუშე.

შეგახსენებთ, რომ შუმახერი პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში „საიდუმლო მკურნალობისთვის“ მიიყვანეს, მაგრამ ეს ფაქტი პრესისთვის ცნობილი გახდა.

www.1tv.ge

Comments
Loading...