თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.