ქალაქი, სადაც მზე არ ამოდის – მურმანსკში მოსახლეობა 40 დღის განმავლობაში სრულ სიბნელეში ცხოვრობს

 მურმანსკი ჩრდილოეთ პოლარული წრის (არქტიკის) მიღმა მდებარე უდიდესი ქალაქია. აქ მზე 2 დეკემბრიდან 11 იანვრამდე ჰორიზონტზე საერთოდ არ ჩანს. ადამიანებს 40 დღის გატარება სიბნელეში უწევთ.

ქალაქის მაცხოვრებლები ამ პერიოდის დასრულებამდე დღეებს ითვლიან და როდესაც პოლარული ღამე ბოლოს და ბოლოს მთავრდება, დღესასწაულს აწყობენ -“გამარჯობა, მზეო” – სახალხო სეირნობებით, ცეკვებითა და ბაზრობებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოჩენის პირველ დღეებში მზე ქალაქის მაცხოვრებლებს მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში ახარებს.

არქტიკის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ პოლარული ღამის განმავლობაში სიბნელის მიუხედავად, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ადამიანები წელიწადის დროებთან ადაპტირებას ახერხებენ, თუმცა განსხვავებულად რეაგირებენ, ზოგი ნამდვილ დეპრესიაში ვარდება, ზოგს უბრალოდ მეტი ძილის მოთხოვნილება აქვს. ზოგიერთი კი ცდილობს შედარებით სამხრეთით გადაინაცვლოს, თუნდაც ერთი კვირით, ეს მეთოდი ბევრს ეხმარება გაძლებაში.

“რუსთავი 2”

Comments
Loading...