ქართველი მეზღვაურებისთვის კარანტინისა და იზოლაციის სპეციალური პირობები დამტკიცდა

მეზღვაურები ქვეყანაში შემოსვლისას ჩვეულებრივ გადიან 14 დღიან საკარანტინო პერიოდს, თუმცა სპეციალური პირობები საშუალებას იძლევა მეზღვაურის სურვილის შესაბამისად შემცირდეს საკარანტინო სივრცეში გასატარებელი დღეების რაოდენობა.

ამისათვის, სრულყოფილად უნდა შეივსოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელიც ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდზე: mta.gov.ge.

მეზღვაურს ჩაუტარდება კორონავირუსზე PCR ტესტირება და მიღებული შედეგი თუ უარყოფითია, დატოვებს საკარანტინო სივრცეს იმ პირობით, რომ 14 დღიანი ვადის გასვლამდე ყოველ 60 საათში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას თავისი ხარჯით.

Comments
Loading...