ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ტურნირი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს.

ნიკა ეგაძემ შესარჩევ ტურში თითქმის უშეცდომოდ იასპარეზა და 58.22 ქულით 24 ფინალისტს შორის გამოსვლის უფლება მოიპოვა. ფინალური ტური 6 მარტს გაიმართება.

ტურნირში ქართველთა წყვილი, ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა მონაწილეობენ. დღეს ისინი მედლებისთვის იბრძოლებენ. შესარჩევ ტურში ჩვენმა წყვილმა მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ მე-7 შედეგი აჩვენა და მედელბისთვის ბრძოლის კარგი შანსი აქვთ.

ხვალ და ზეგ საქართველოს სახელით გოგონებში ალინა ურუშაძე, ხოლო სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილი გამოვლენ.

Comments
Loading...