ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა სპორტსმენმა ნინო ოძელაშვილმა ზედიზედ მეორედ მინსკში, სამბოს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამმა ქართველმა სპორტსმენმა სამივე სინჯის მედალი აიღო.

“მინსკში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე და საქართველოს სამბისტები სამივე სინჯის მედალს ფლობენ – 52 კგ წონით კატეგორიაში ლევან ბერბერაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 90 კგ წონით კატეგორიაში პაატა ღვინიაშვილი ვერცხლს დარუფლა. ნინო ოძელაშვილმა კი ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ოქრო,” – ნათქვამია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 
Comments
Loading...