ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ნიუ-იორკის ფედერალური ხელისუფლების ცნობით, მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიუ-იორკის სასამართლომ სპორტსმენს განაჩნი დანაშაულბერივ სინდიკატის წევრობისთვის მიუსაჯა. ამის თაობაზე ადგილობრივი მედია იტყობინება.

“38 წლის ქართველ მოკრივეს ქუთაისიდან, რეკეტისა და თაღლითობისთვის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა” – წერს გამოცემა NBC New York.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, 2017 წლის ივლისში 15 ქართველთან ერთად დააკავეს. მათ „რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში“ ადანაშაულებდნენ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავთანდილ ხურციძე ციხეში მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრეს, თუმცა მაშინ “აიპრესთან” დაკავებული სპორტსმენის დედამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

ipress.ge

Comments
Loading...