“ქართული ოცნების” დამკვირვებელმა ცივი იარაღით “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელი დაჭრა

სისხლიანი დაპირისპირება მარნეულში. რამდენიმე წუთის წინ, “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელი, “ქართული ოცნების” დამკვირვებელმა, ცივი იარაღით დაჭრა.ინციდენტი სოფელ დაშთაფაში მოხდა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. 

როგორია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის უცნობია. ის მარნეულის კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი დაკავებულია.

Comments
Loading...