“ქართული ოცნების” წევრი მიიჩნევს, რომ “ჯონსონი ღარიბაშვილმა „მიაჩმორა“ და გაადაყენა კიდეც”

სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის გადადგომას სოციალურ ქსელში  ეხმაურება.

როგორც ინგა ქარდავა  წერს, “ჯონსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიაჩმორა“ და გაადაყენა კიდეც”.

“ მეორე ფრონტის გახსნის შემოქმედი გადადგა. აი, ესეც ასე… ჩავიდა და მიაჩმორა, არ აკმარა და კიდევაც გაააყენა“, _ წერს ქარდავა.

 

ცნობისთვის,  27 ივნისს, მადრიდში,  NATO-ს ლიდერთა სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონ შეხვდა.

 

 

Comments
Loading...