ქართული ღვინის დიდი გამოფენა საფრანგეთში (ფოტოები)

ბორდოში ქართული ღვინის გამოფენა გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, გამოფენა უკვე 50 000 ზე მეტმა მნახველმა დაათვალიერა. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში, ეკა სირაძე დელონემ განაცხადა.

ბორდოში სპეციალური მოხსენებით მეცნიერთა ჯგუფის წინაშე პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი/Patrick Edward McGovern წარსდგა.

Comments
Loading...