ქედაში, სოფელ ზედა ბზუბზუში, უმინდობის შედეგად, შიდა საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ქედაში, სოფელ ზედა ბზუბზუში, უმინდობის შედეგად, შიდა საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც შოთაძეების უბანში, 6 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.

როგორც ქედის მერიაში განმარტავენ, ამ დროისთვის ადგილზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.

„ადგილზე მობილიზებული იყო შპს ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა და დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე, მერის წარმომადგენელი და თვითმმართველობის მოხელეები. ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა უკვე აღდგენილია“,-აცხადებენ ქედის მერიაში.

Comments
Loading...