ქეთი დოლიძე: ოპოზიცია აბსოლუტურად არ მეცოდება, ვნებების გამოსავლენად უამრავი ადგილი აქვს

რეჟისორი ქეთი დოლიძე კახეთში პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას ვნებების გამოსავლენად უამრავი ადგილი აქვს და სახელმწიფომ ინაუგურაციის ჩაშლის უფლება არავის უნდა მისცეს.

„ოპოზიცია აბსოლუტურად არ მეცოდება, თავიანთი ვნებების გამოსავლენად უამრავი ადგილი აქვს. არავინ არ არღვევს არავის კონსტიტუციურ უფლებას, როცა წინასწარ მიდის მუქარა, დაპირება, რომ იქნება ცემა-ტყეპა ინაუგურაციის ჩაშლა, ამის უფლება სახელმწიფომ არავის უნდა მისცეს.

იცით რა, პოლიცია ძალიან კარგად იქცევა. სხვათა შორის, ეს ის აწყობილი პოლიციაა, იმ ადამიანის, ვისაც თქვენ დღემდე მისტირით, განსაკუთრებით „რუსთავი 2“. მშვენიერი პოლიციაა, კარგად იქცევა ახლაც, რადგან ნეიტრალურია. სადაც სიმხეცე ხდება, ის უნდა აიკრძალოს“,-განაცხადა ქეთი დოლიძემ.

Comments
Loading...