ქეიფი და დროსტარება მცხეთაში – “ოცნებამ” პოლიციელის დღე დახურულ ღონისძიებაზე აღნიშნა

ქეიფი და დროსტარება მცხეთაში – ხელისუფლებამ პოლიციის დღეს რესტორან მარანში დიდი სუფრა გაშალა.

დახურულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მცხეთაში სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება იყო. ქეიფის დროს პოლიციელები უსაფრთხოების ზომებს მკაცრად იცავდნენ და “მთავარ არხს” ტერიტორიაზე მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.

“ქართული ოცნების” დროსტარებას მუსიკალურად აფორმებდა ღამის შოუს ბენდი, თეატრალური კვარტეტი და სხვა მომღერლები.

წყარო : ქეიფი და დროსტარება მცხეთაში | “ოცნებამ” პოლიციელის დღე დახურულ ღონისძიებაზე აღნიშნა (mtavari.tv)

Comments
Loading...