ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში ფიზკულტურის მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს – რას აცხადებენ შსს-ში?
ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში ფიზკულტურის მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.
ambebi.ge -ს ინფორმაციით, ტრაგიკულ შემთხვევას პედაგოგსა და მშობლებს შორის დაპირისპირება უძღვოდა წინ. კერძოდ, რამდენიმე დღით ადრე, მასწავლებელი მოსწაველეებმა გარყვნილ ქმედებაში დაადანაშუალეს
სწორედ აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, მასწავლებლებსა და მოსწავლეების მშობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 141-ე(გარყვნილი ქმედება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში გვითხრეს, თავდაპირველად საქმეზე გამოძება მხ0ლოდ ერთი – 115-ე მუხლით დაიწყო, რამდენიმე დღის შემდეგ, მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე კი საქმეში კიდევ ერთი მუხლი გაჩნდა.
წყარო:”ამბები.ჯი”