ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე.  

ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წევრი დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების გამო,  სხდომის გაგრძელება შეუძლებელი გახდა და დროებით შესვენება გამოცხადდა.
ხმაური და დაპირისპირება, საკრებულოს წევრების მხრიდან ერთმანეთის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოჰყვა.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლაშა კომახიძემ სხდომაზე რეგლამენტის გარეშე სიტყვა ითხოვა, რაც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გიორგი გოგიტიძემ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ რეგლამენტის დარღვევა იყო.

კამათის მიზეზი გახდა სხდომაზე ენმ განცხადებაც. ოპოზიციური პარტიის წევრებმა, ხელისუფლებას კორუფციაში დასდეს ბრალი.

Comments
Loading...