ქუთაისთან ახლოს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

ქალაქის შესასვლელთან, მდინარე წყალწითელას ხიდთან ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
თვითმხილველების თქმით, ტრაილერი სწრაფად მოძრაობდა,  რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდის თავში, მდინარის ხეობაში გადავარდა.
მომხდარის გამო მსუბუქი დაზიანება მიიღო მძღოლმა.

Comments
Loading...