ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სოფელ ბაშთან ცეცხლი ბალახს უკიდია.

მათივე ინფორმაციით, , ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველთა ექვსი ჯგუფი ცდილობს.

დაკვამლიანება აეროპორტის ტერიტორიაზეც შეინიშნება, რამაც შესაძლოა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მუშაობა შეაფერხოს.

Comments
Loading...