ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებს პაციენტის ოჯახი უყურადღებობაში ადანაშაულებს

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ხმაური იყო.  პაციენტის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ოჯახის წევრების თქმით,  31 წლის პაციენტი რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს საავადმყოფოში და ექიმების მიერ სწორად ვერ შეფასდა მისი მდგომარეობა, თავიდან თბილისში გადაყვანის უფლება არ მისცეს, შემდეგ კი ნათესავების დაჟინებული მოთხოვნით გამოიძახეს რეანომობილი, თუმცა ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადაყვანა ვეღარ მოხერხდა.

კლინიკაში კომენტარს  ამ დრომდე არ აკეთებენ.

 

Comments
Loading...