ქუთაისის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ-ხარაგაულში მცხოვრებ ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს

ქუთაისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, მიცვალებულები აერიათ და ხარაგაულში მცხოვრებ ოჯახს სახლში სხვა მიცვალებული გაატანეს.

ოჯახმა, რომელიც სოფელ საქასრიაში ცხოვრობს, მომხდარის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო. გარდაცვლილთა ოჯახებმა ცხედრები რამდენიმე დღის შემდეგ გაცვალეს, მაშინ, როდესაც ერთ -ერთი გარდაცვლილი ქალი დაკრძალული იყო.

“პაციენტი 24 დეკემბერს გადაიყვანეს საავამდყოფოში, სადაც 83 წლის ქალი ა. ბ-ძე 31 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახმა წამოიყვანა მიცვალებული, დაკრძალა 3 იანვარს.

მიცალვალებულის ნამდვილმა ჭირისუფალმა დღეს მიაკითხა ოჯახს და მიცვალებულის ამოთხრა მოითხოვა”, – განაცხადა საქასრიის რწმუნებულმა ზურა ბარბაქაძემ.

Comments
Loading...