ქუთაისში გუმათჰესი იწვის

ქუთაისში, გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძარია, სავარაუდოდ, ზეთის ტრანსფორმატორი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

როგორც საგანგებოში აცხადებენ, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლია.

ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს სსმს-ს მეხანძრე-მაშველები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. მიმდინარეობს მუშაობა ცეცხლის ლოკალიზებისთვის.

ჯერ უცნობია რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა.

ფოტოს ავტორი: თორნიკე ტურაბელიძე

Comments
Loading...