ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მღვიმე აღმოაჩინეს

მღვიმის აღმომჩენი ვახტანგ სიხარულიძე ამბობს, რომ წლების წინ, ადგილზე ქვის კარიერი იყო და აფეთქებების შედეგად, დარბაზები დაზიანებულია.
აღნიშნული მღვიმე უკვე დაათვალიერეს სპელეოლოგებმა.  მათი განცხადებით, იგი სავარაუდოდ, 30-50 ათასი წლის წინანდელია.

მათივე თქმით, მღვიმე უნიკალურია და შიდა სივრცის აღწერა უკვე დაიწყეს.

Comments
Loading...