ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს – წაღებულია 300 ლარი

ყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით, ქუთაისში, სამტრედიის ხიდთან მდებარე ერთ-ერთი მარკეტში. გავრცელებული ინფორმაციით, მარკეტიდან  წაღებულია თანხა 300 ლარის ოდენობით. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილას იყო სროლაც.

ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში სააგენტოს  დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Comments
Loading...