ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა უკვე მეათე დღეა, კრიტიკულად მძიმეა

ამის შესახებ mpress.ge-ს იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.

„პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა. ის კვლავ მართვის სუნთქვაზე იმყოფება“,- აცხადებენ კლინაკაში.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე არსებულ მშენებარე ობიექტზე, 27 ოქტომბერს მოხდა. აზერბაიჯანის მოქალაქე -28 წლის მუშა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...