ქუთაისში პარკინგ სერვისის თანამშრომელს სცემეს
ინციდენტი ქუთაისში – პარკინგ სერვისის თანამშრომელს სცემეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა გამოწერილი ჯარიმა გააპროტესტა და შპს-ს თანამშრომელს თავს დაესხა. მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.
პარკინგ სერვისში აცხადებენ, რომ მათი თანამშრომელი პარკირების ზონაში მუშაობდა და ჯარიმაც კანონზომიერად გამოიწერა, თუმცა რა მოხდა ადგილზ, ე მათთვის უცნობია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.