ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, მსოფლიო ჩემპიონმა სამბოში მშარალი შიმშილობა დაიწყო

ქუთისში მდებარე პარლამენტის შენობასთან, მსოფლიო ჩემპიონმა სამბოში მშარალი შიმშილობა დაიწყო. ბესო მიქელთაძე, ამ ფორმით, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანას აპროტესტებს.
მიქელთაძის განცხადებით, დეცენტრალიზაცია ქვეყნისთვის მნიშვნელივანია, ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაკარგვა კი მის განვითარებას შეაფერხებს. ვიდრე მიქელთაძე საპარლამენტო უმრავლესობისგან გარანტიას არ მიიღებს, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება, შიმშილის შეწყვეტას არ აპირებს.

ცნობისვის, 12 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

Comments
Loading...