ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე შუახნის მამაკაცი მოკლეს

ქუთაისში, გამთენიისას მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა საფიჩხიის სასაფლაოზე მოხდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ არც ხმაური და არც გასროლის ხმა გაუგიათ, დილით კი შემთხვევის ადგილზე პოლიცია დაინახეს. მათთვის მომხდარის დეტალები უცნობია.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

imedinews.ge

Comments
Loading...