ქუმსიშვილის ფოტო მედვედევთან – ვიქტორ დოლიძე “რუსთავი2”-ს თემის “იაფფასიან აჟიტირებაში” ადანაშაულებს

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილისა და დიმიტრი მედვედევის საერთო ფოტოს ირგვლივ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

სახელმწიფო მინისტრი რუსთავი 2-ს “თემის იაფფასიან აჟიტირებაში” ადანაშაულებს.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ფოტო ოფიციალურ შეხვედრაზეა გადაღებული, ის პროტოკოლურია და მედვედევს და ქუმსიშვილს საერთო ერთმანეთთან არაფერი აქვთ.

„მე ვურჩევდი რუსთავი 2-ს და მის ხელმძღვანელობას და სხვა დანარჩენ ტელევიზიებს თუკი ძალიან დაინტერესებულები არიან ამ თემით, იაფფასიან აჟიტირებას ნუ შექმნიან ამით, იმიტომ რომ არის საერთაშორისო ორგანიზაციები, არის საერთაშორისო ფორმატები, სადაც იღებენ ფოტოებს და ვინ ვის გვერდში დადგება, ამას ადგენს ადგილობრივი პროტოკოლი.

“ამიტომ არავითარი საერთო დიმიტრი ქუმსიშვილსა და დიმიტრი მედვედევს შორის ბუნებრივია არც შეიძლება იყოს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამგვარი არასახელმწიფოებრივი, იაფფასიანი ტირაჟირება ამ თემის არ არის კარგი,“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

VBNM

 

Comments
Loading...