ქურდობა ხობში – წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი
ქურდობა მოხდა ხობში. არსებული ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის”ექსპრეს–ფილიალიდან წაღებულია ჩარიცხვის აპარატი.
ქურდობის ფაქტი mpress.ge-ს შსს–ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 177–ე მუხლით(“ქურდობა”) აღიძრა.