ქუცნაშვილი: პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც კომუნისტების გაერთიანებას ვუწოდებდი არ გავჩერდებოდი

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა “კურიერთან” განაცხადა

“მე არ გავჩერდებოდი იმ პოლიტიკურ გუნდში, რომელსაც ვუწოდებდი კომუნისტების გაერთიანებას. აი ეს იქნება ჩემი პასუხი გედევან ფოფხაძეს.

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაცა ჯგუფი ცდილობს, გარიცხვით თავისი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს. განსხავავებული აზრი მე, რომ მქონია “ქართულ ოცნებაში” და მაქვს ბევრ საკთხზე, მაგდენი, სად იყო დავით ჭიჭინაძე და სხვები?

ასე რომ ეგ არ შეიძლება ყოფილიყო მიზეზეი, მიზეზი იყო ის რაც განცხადებაში ეწერა”,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სამდივნოს გადაწყევტილებას, პარტიიდან დავით ჭიჭინაძის  გარიცხვაზე სამარცხვინო უწოდა.მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არასწორი გადაწყვეტილება მიიღო

Comments
Loading...