სამხრეთ სუდანში ღამის კლუბში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ სუდანში, ქალაქ იამბიოში მდებარე ღამის კლუბში ხელყუმბარის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა; დაიღუპა 10 და დაშავდა ათობით ადამიანი. ამის შესახებ Reuters-იწერს.

პოლიციის ინფორმაციით, ექვსი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. კლუბში 500-მდე ადამიანი ცეკვავდა, რად დროსაც დაუდგენელმა პირმა ხალხში ხელყუმბარა შეაგდო.

ოფიციალური უწყებების ცნობით, მომხდარი არ უკავშირდება სამოქალაქო ომს, რომელიც სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში 2013 წლიდან მიმდინარეობს და რომელსაც უკვე 190 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავის დასაკავებლად.

imedinews.ge

Comments
Loading...