ღარიბაშვილს მშობლებმა უკვე მეორედ 150 000 ლარი აჩუქეს – ნახეთ დეკლარაცია

2022 წლის 29 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაში, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უთითებს, რომ მან გასულ წელს მშობლებისგან საჩუქრად 150 000 ლარი მიიღო.

ოჯახისგან ამავე ოდენობის საჩუქარი ღარიბაშვილს დეკლარირებული აქვს 2021 წელსაც.

ამავე დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილს დანაზოგის სახით 50 000 ლარი აქვს.

წყარო: “მთავარი”

Comments
Loading...