ღვინიაშვილი, ჩიქოვანი და თუშიშვილი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ (ვიდეო)

დისელდორფის გრანსლემზე დღეს 90-100 და +100კგ წონით კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან მედლებისთვის

90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა პირველ შეხვედრაში ყირგიზ ერლან შეროვს სძლია იპონით, მეორე შეხვედრა შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსს მოუგო ვაზარით და პულით ფინალში უზბეკ დავლატ ბობონოვს შეხვდება.
 
ამავე წონაში ლაშა ბექაურის მოწინააღმდეგეს, ალექსეისის ზარუდნევსს ტატამზე ბეჭებით შეხების ასაცილებლად თავით სახიფათო დაშვების გამო იპონით დამარცხება ჩაუთვალეს, მეორე შეხვედრაში კი ბექაური თავად დამარცხდა იპონით უზბეკ დავლატ ბობონოვთან და პულის ფინალში მოსალოდნელი ღვინიაშვილ-ბექაურის დაპირისპირების ნაცვლად ღვინიაშვილ-ბობონოვის ჭიდილს ვიხილავთ.
 
100კგ წონით კატეგორიაში პულის ფინალში გავიდა გიორგი ჩიქოვანი. მან პირველ შეხვედრაში ყაზახ აიბეკ სირიკბაევს სძლია იპონით, მეორე შეხვედრაში ოქროს დროში სერბ ბოიან დოსანს მიაღებინა მესამე შიდო, მესამე შეხვედრაში კი ყოფილი მოლდოველი, ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოჭიდავე, დიდი გამოცდილების მქონე ივან რემარენკოს ორჯერ აუღო ვაზარი. მარცხა იპონით.
 
პულის ფინალში გიორგი ჩიქოვანი ბრაზილიელ რაფაელ ბუზაგარინის შეხვდება.
 
ამავე წონაში ნიაზ დიასამიძემ პირველი შეხვედრა კენიელ გეორგ კივანის 11 წამში მოუგო იპონით, მეორე შეხვედრაში ძლიერ აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან კი იპონით დამარცხდა.
 
+100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა პირველ შეხვედრაში უზბეკ ალიშერ იუსუპოვს სძლია იპონით, მეორე შეხვედრაში ტაჯიკ შახარმამად მირმამადოვთან ვაზარით დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ორი გაფრთხილება მიიღო და მდგომარეობა დაძაბული გახადა. ამის შემდეგ თუშიშვილმა შეძლო ჩვეული სტილით ჭიდაობის გაგრძელება და იპონით დაამარცხა მოწინააღმდეგე.
 
პულის ფინალში გურამ თუშიშვილი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორს, კორეელ მინ ჩონ კიმს შეხვდება.
 
ამავე წონაში ონისე ბუღაძემ პირველი შეხვედრა ვაზარით მოუგო გერმანელ იონას შრაიბერს, მეორე შეხვედრაში კი მეტოქეზე ადრე მიიღო მესამე შიდო.
მოამზადა რაულ კაპანაძემ
Comments
Loading...