ღუდუშაურის კლინიკაში გოლიათი გოგონა დაიბადა
თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გოლიათი გოგონა დაიბადა. ინფორმაცია კლინიკის “ფეისბუქ”გვერდზე გამოქვეყნდა. გოგონას წონა 5.100კგ–ია.
“გაიცანით ჩვენი გოლიათი გოგონა, ლიკა, რომელიც მეან-გინეკოლოგ, მანანა მახარაძის დახმარებით,საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს! ქალბატონი ლიკა იწონის 5,100 გრამს და სიმაღლით 53სმ-ია. აპირებს, რომ მალე სკოლაში წავიდეს და სახლშიც რა თქმა უნდა თავისი ფეხით წავა “,–წერენ კლინიკის “ფეისბუქ”გვერდზე