“ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

“17 მაისს, 16:30 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ნუცუბიძის რაიონში, ალექსანდრე ყაზბეგის №34-ში მდებარე ნაკვეთი №33-35-36, ნაკვეთი №29-30-31, ნაკვეთი №45/122, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №34/42-68, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა №6 და№10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 21:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...