“ყაზტრანსგაზ-თბილისი” მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

“23 მაისს, 23:00 საათზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, დოლაბაურის, 300 არაგველების, იალბუზის, ლუსინიანის, შავსოფლის, ბოდბის ქუჩების სერძო სექტორის, ასევე ქეთევან წამებულის გამზირი №41/300 არაგველების ქუჩა №6, ქეთევან წამებულის გამზირი №29, №43, №45, ბოჭორმის ქუჩა №29, № 50/18-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 24 მაისს, 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...