ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ შილდასთან ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს მწყემსმა შეატყობინა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

Comments
Loading...