„ყველამ უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ბოტასების ქურდი სრულიად კანონიერად გახდა მილიონერი“

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი თორდია-ფარცხალაძის სკანდალს სოციალურ ქსელში  გამოეხმაურა.

„ჯერ ამან თქვა იმან დამარტყა და იმისიანებმა მცემესო მერე იმან თქვა თვითონ დაიწყოო მერე ამათ დადეს ვიდეო რომელსაც უნდა ეჩვენებინა რომ იმან რაც თქვა ისე იყო, მაგრამ რახან ჩანდა რომ ამან რომ თქვა ისეა იმიტომ დადეს მეორე ვიდეო აქაოდა ხულიგანია ესაო და აქედან მათი აზრით ყველამ უნდა გამოვიტანოთ დასკვნა რომ ბოტასების ქურდი სრულიად კანონიერად გახდა მილიონერი. გააგრძელე საქართველოს ისტორია. #ბიჯოის!”-წერს დავით ზურაბიშვილი.

Comments
Loading...