ყველა დროის ყველაზე სექსუალურ ფილმად “ქალის პორტრეტი ცეცხლზე” დასახელდა

ამერიკულმა ჟურნალმა Esquire გამოაქვეყნა ყველაზე სექსუალური ფილმების სია. სიაში ჩამოთვლილი 40 ფილმიდან კი პირველობა "ქალის პორტრეტი ცეცხლზემ" აიღო.

“ქალის პორტრეტი ცეცხლზე” ფრანგული ფილმია,რომელიც 2019 წელს გამოვიდა. რეჟისორი სელინ სკიამა გახლავთ.

მოქმედება 1760-იანი წლების საფრანგეთში მიმდინარეობს. სიუჟეტი ვითარდება ახალგაზრდა მხატვარი გოგონას გარშემო,რომელსაც მდიდარი ქალბატონი დაიქირავებს,თავისი ქალიშვილის პორტრეტის დასახატად. მხატვარსა და მის დამსაქმებელს შორის სასიყვარულო რომანი გაიბმება.

ფილმს არაერთი ჯილდო აქვს აღებული საუკეთესო სცენარისათვის.

Comments
Loading...